LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენი კრავიცმა გააუქმა მსოფლიო ტურნე, მათ შორის კონცერტი საქართველოშიც

119
lennykravitz20

მსოფლიოს უდიდესი როკვარსკვლავი ლენი კრავიცი საქართველოში ვერც 2021 წელს ჩამოვა. შეგახსენებთ, რომ მისი კონცერტი მსოფლლიო ტურნეს ფარგლებში Here To Love საქართველოში ჯერ 2020 წელს იყო დაანონსებული და ვარსკვლავი “სოლოს”-ს ჩამოჰყავდა, პანდემიის გამო ღონისძიება ზუსტად ერთი წლით გადაიდო, თუმცა ახალხან ცნობილი გახდა, რო მკონცერტი ვერც 2021 წელს შედგება. თუმცა საქართველო გამონაკლისი არაა. მთლიანად ტურნე გადაიდო და ის სავარაუდოდ, 2022 წელს გაიმართება.

როგორც ლენი კრავიცი “ტვიტერზე” წერს, “სამწუხაროდ, კოვიდ-19-ის გამო მსოფლიო ტურნე Here To Love-ის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები ისევ გადაიდო. ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, ასევე ჩემი ბენდისა და გუნდის წევრები ჯანმრთელები იყვნენ. იმედი მაქვს, მალე დაგიბრუნდებით უსაფრთხო გარემოში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები