LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელომ” მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა: პარტიას პრემიერობის კანდიდატიც ეყოლება

280
101532092-267000874668052-6074519366542557184-o

“ლელოს” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების შერჩევა თითქმის დასრულებულია, ხოლო პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პრემიერობის კანდიდატიც ეყოლება. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის არიან ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია და სხვა ენერგიული ახალგაზრდები. ამ დროისათვის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე საინტერესო ადამიანთან.

“ჩვენ უკვე შევარჩიეთ მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში ძლიერი, გამორჩეული რეპუტაციის, ენერგიული ახალგაზრდები და გამოცდილი ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ გამარჯვებისათვის. ეს ადამიანები არიან დღევანდელი “ლელოს” ლიდერები. ესენი არიან: ანა ნაცვლიშვილი, კახა კოჟორიძე, გრიგოლ გეგელია და მათ მსგავსად პასუხისმგებლიანი ადამიანები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყოლება და წარვადგენთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს. ამასაც თავის დროზე გავაკეთებთ. გვეყოლება ძალიან ძლიერი და უკონკურენტო კანდიდატი”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები