LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლელო” საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს – პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება მიიღო

79
123546935-414643766595574-4905437135809308808-n

პოლიტიკური პარტია “ლელო” საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მე-10 მომწვევის პარლამენტში მანდატზე უარს ამბობს. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე წუთის წინ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცესკოს შედეგები არის დამახინჯებული და არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე, მიწოდებას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას.

“მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრათ, ჩვენ გუშინვე განვაცხადეთ რომ ჩატრებულ არჩევნებს არ ვცნობთ  ლეგიტიმურად, ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, დღეს იმსჯელა “ლელოს” პოლიტიკურმა საბჭომ  და მიიღო გადაწყვეტილება არ შევიდეს ამ პარლამენტში.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და გვიხარია რომ ოპოზიციური სპექტრი იზიარებვს ამ მოსაზრებას” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები