LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელო იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე – მამუკა ხაზარაძე

70
mamuka xaz

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას ლელო შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ლელო 20 ივნისის აქციაზეც მივა.

“დღეს როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა.

ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

ლელო იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე.

საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!”, – წერს ხაზარაძე.

16 ივნისს შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე, ოღონდ ყველა და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა და ჩვენი ნება: პრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები