თბილისობას, 3 ოქტომბერს, „მარანი ჰოლი“ ლელა წურწუმიას კონცერტს უმასპინძლებს. მომღერალი მაყურებლის წინაშე ბენდ „ნონსტოპთან“ ერთად წარდგება. მას ასევე გვერდს დაუმშვენებს მაკა ზამბახიძე.
როგროც საღამოს ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონცერტი რეგულაციების მკაცრი დაცვით მოეწყობა. გაიყიდება მხოლოდ 150 ბილეთი.