LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული სახლი „კრავთა დუმილიდან“ 298 ათასად იყიდება

116
lmbsslnc

ყველას გვახსოვს ოსკაროსანი ფილმი „კრავთა დუმული“ ენტონი ჰოპკინსისა და ჯოდი ფოსტერის მონაწილეობით. ყველაზე საშიში ამ ფილმში პატარა სახლია, სადაც მკვლელი მსხვერპლს მალავს. მსოფლიო მედია დაინტერესდა, როგორ გამოიყურება ეს სახლი დღეს.

როგორც გამოცემა People წერს, ეს სახლი პენსილვანიაში მდებარეობს და ახლა იყიდება. სავაჭრო აგენტებმა სახლში მცირე ექსკურსია მოაწყვეს, რათა მყიდველებმა მისი უკეთ შეფასება მოახერხონ. ვიდეოში ჩანს ჭაც, სადაც ფილმის სიუჟეტის მიხედვით სერიული მკვლელი მოტაცებულ გოგონას მალავს, დღეს აქ ღვინის მარანია განთავსებული. სახლის საწყისი ფასი 298 ათასი დოლარია. ვიქტორიანული სტილის სახლში ყველაფერი ძველია, ავეჯიც, ინტერიერიც და დეკორაციებიც. „კრავთა დუმილში“ სახლი სერიულ მკვლელს ეკუთვნოდა, ფილმმა 1992 წელს 7 „ოსკრი“ მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები