მსოფლიო კლასიკოსების სტუმრობას მუსიკის მოყვარულები სანთლით, ფესტივალიდან ფესტივალამდე ველით. ამიტომაც ,,წინანდლის კლასიკლური მუსიკის ფესტივალის” მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფესტივალის პროგრამა ერთი მეორეზე დატვირთული, კოლაბორაციული და უსაზღვროდ საინტერესოა.

მართალია დღეს ლეგენდარული დირიჟორებისა და მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების  კოლაბორაციებით ხშირად არ გვანებივრებენ, თუმცა შემოდგომას მუსიკასაც სხვა ძალა და ენერგია აქვს, თან მაშინ, როცა ის გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას ისმის.

ვინც მუსიკა კარგად იცის, ალბათ სულმოუთქმელად ელის ფინელი დირიჟორისა და მევიოლინეს  იუკა-პეკა სარასტესისი ვიზიტს, რომელიც წინანდალის ფესტივალის სტუმარია.

მისი რეპერტუარი ძირითადად მე-20 საუკუნის ლეგენდარული კომპოზიტორების ნაწარმოებებისგან შედგება. კლოდ დებიუსი, ჯორნ კორილიანო, მაგნუს ლინდბერგი, გუსტავ მილერი, კარლ ნილსონი, სერგეი პროკოფიევი და სხვები, ეს მისი ცხოვრების მუსიკაა.

იუკა-პეკა სარასტესმა ,იან სიბელიუსის სახელობის აკადემია” დაამთავრა, დირიჟორობას კი მას ლეგედარული იორმ პანული ასწავლიდა. თავადაპირველად კარიერა ფინეთის ნაციონალური რადიოსადგურის ორსკესტრში დაიწყო, სადაც ლეიფ სეგერსტამის ასისტენტად მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში ვიოლინოზე დაკვრაც ამ დროს ისწავლა.

80-იან წლებში სარასტესმა თანაკურსელ ესა-პეკა სალონენომთან ერთად კამერული ორკესტრი Avanti დაარსა, რომელიც კლასიკური მუსიკის გათანამედროვებაზე მუშაობდა.

სწორედ ამ პერიოდში მას ქვეყნისთვის ყველზე მნიშვნელოვანი საგანძურის, იან სიბელიუსის სიმფონიების კოლექციის შექმნა მიანდეს. აქედან იწყება ყველაფერისარასტესი შოტლანდიის კამერული ორკესტრის ხელმძღვანელი ხდება, 2000-იანებში კი, ტორონტოს სიმფონიური ორკესტრის მართვას იბარებს.

დღეს იუკა-პეკა სარასტესი ოსლოს ფილარმონიის ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელია. 2010 წლიდან მაესტრომ დაარსა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური საზაფხულო ფესტივალი Ekenäs Summer Concerts-Festival.

8-დან 22 სექტემბრამდე  იუკა-პეკა სარასტესი ,,წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის” საპატიო სტუმარია.

 

მსგავსი თემები