LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლატვიაში ორი ტონა კოკაინი ამოიღეს

2017-01-13T120918Z_1_LYNXMPED0C0Q8_RTROPTP_4_PERU-DRUGS-e1488984385319

ლატვიაში ქვეყნისთვის რეკორდული ოდენობის, ორი ტონა კოკაინი აღმოაჩინეს.  The Washington Post-ის ცნობით, ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების ღირებულება დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.კოკაინი ბანანისთვის განკუთვნილ ყუთებში იყო მოთავსებული.

სააგენტო დელფის ცნობით,  ოპერაციაში ლატვიელ სამართალდამცველებთან ერთად აშშ-ის ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს კოპენჰაგენის განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დაკავებულია ლატვიის ხუთი მოქალაქე.

კონტრაბანდული ტვირთი ეკვადორიდანაა ტრანსპორტირებული.

ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლატვიის გავლით ნარკოტიკი სკანდინავიის ქვეყნებში ან რუსეთში უნდა გადაეტანათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები