ლაშა რამიშვილი: „ყველაზე მეტად წინა წლის „ოქროს ტალღა“ დამამახსოვრდა…“

132

ლაშა რამიშვილი „ოქროს ტალღაზე“ კვლავ წარდგენილია, თანაც სამი სიმღერით. მომღერალი რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ მუშაობს, „არ დაიდარდოს“ წამყვანია. მომღერალი მიიჩნევს, რომ ჰოლდინგი ქართული შოუბიზნესისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

ლაშა რამიშვილი:

ძალიან დიდი საშუალებაა იმისა, რომ ადამიანმა თავისი წლიური ანგარიში ჩააბაროს ქართულ საზოგადოებას. ეს არის ჩვენი კომპანიის ძალიან დიდი დამსახურება. არაჩვეულებრივი წამოწყებაა, რომელიც მეხუთე წელია, იმართება.

სიმღერას რომ წერ, ფიქრობ, რომ კარგი იქნება, მოხვდეს „ოქროს ტალღის“ ნომინაციებში?

რა თქმა უნდა და არა მხოლოდ მე, არამედ სხვა მომღერლებიც ფიქრობენ. ერთ-ერთი ჩემი სიმღერა იყო ათეულში ორი-სამი თვის განმავლობაში, სოფი რაფაელას დაწერილ სიმღერას ვგულისხმობ, ეს დიდი ბედნიერებაა. საერთოდ არ თმობდა პოზიციას დიდი ხნის განმავლობაში პირველი ადგილიდან. როცა მე და სხვა მომღერლებიც, ვინც სიმღერებს წერენ, აქვთ მოლოდინი, რომ ათეულებშიც მოხვდებიან და „ოქროს ტალღაზეც“.

რომელი იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული ცერემონია?

მოჯო რომ იყო ჩამოსული „ოქროს ტალღაზე“, წინა წელს. ის თავის გერფლრენდთან ერთად იყო ჩამოსული. იან დესტალის მასპინძლების სტატუს გვქონდა მე და გიგა ბატკუაშვილს, ერთ-ერთ რესტორანში წავიყვანეთ, დუეტში ვუმღერეთ მე და გიგამ, მოვუყევით ფანტასტიკური ამბები საქართველოს შესახებ, ვუთხარით სადღეგრძელოები. ბოლოს, როცა გზა დავულოცეთ, იან დესტალმა საქართველოს სადღეგრძელო შესცა. მე და გიგამ საფუძველი ჩავუყარეთ მოჯოს და საქართველოს მეგობრობას (იღიმის), ამიტომ ყველაზე მეტად წინა წლის „ოქროს ტალღა“ დამამახსოვრდა.

წელს რას ელოდები?

წელს გრანდიოზული შოუ იმართება, რომელსაც ძალიან ველოდები. სპეციალური მოწვევით ჩამოდის შესანიშნავი მომღერალი, ცოცხალი ლეგენდა, ლიზა ფიშერი და მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, რომ მისი მოსმენის შესაძლებლობა გვექნება.

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები