LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტმა ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი ქართული სიმღერით გააგიჟა

987
ლაშა ღლონტი

ახლახან თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილი ესტუმრა. მასთან ერთად სუფრასთან ლაშა ღლონტი და „ალილოც“ აღმოჩნდნენ. მომღერალი ამ შეხვედრას ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს:

„ძალიან მინდოდა ამ ადამიანის გაცნობა. რომ შევხედე, მაშინვე ვიცანი, გარეგნულად მართლა ძალიან ჰგავს ცნობილ ბაბუას. თუმცა მერე გაგვაფრთხილეს, ცოტა სხვანაირი მიდგომები აქვს, ამით თავს არ იწონებს და არც აფიშირება უყვარს, ამიტომ ბაბუაზე თქვენც ნუ გააკეთებთ პედალირებასო, თუმცა ხომ იცით, ქართველები ვართ, ერთი ჭიქა ღვინო დავალევინეთ, მრავალჟამიერი ვუმღერეთ, გავხსენით და რავარი იყო ბაბუაშენი-მეთქი, კი დავიწყეთ ამაზე საუბარი (იცინის). ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. გაგიჟდა, ქართული სიმღერა ისე მოეწონა. ჩვენც თავი გავიგიჟეთ, რომ ჩვენი კულტურის ხიბლი მაქსიმალურად კარგად შეეგრძნო, თვითონაც წარმოგვიდგინა საინტერესო კომპოზიციები ექსპრომტად და ძალიან ვისიამოვნეთ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო…“

“მაგარი ბიჭი წავიდა დღეს! ძალიან ადრეა, ძალიან! ეს სიმღერა და ნამღერი უყვარდა ძალიან, ამ ნამღერით და სიმღერით გემშვიდობები” – ლაშა ღლონტი ლევან კბილაშვილზე

ლაშა ღლონტი: „ბათუმში ჩვენი სახლის ჩამონგრევა დედაჩემს ყოველღამე ესიზმრება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები