LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ღლონტი ემიგრანტებთან შესახვედრად ემზადება – ყველა ბილეთი გაყიდულია

304
70265784-2382340878705084-8783585772499369984-n

ჰააგასა და ამსტერდამში 5 და 6 ოქტომბერს ქართველი ემიგრანტებისთვის ლაშა ღლონტი სოლოკონცერტს გამართავს.

ღონისძიება საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ვორლდ ოფ დიასპორა”-ს (World of Diaspora ) ორგანიზებით, ქართველი ემიგრანტების მოთხოვნის საფუძველზე დაიგეგმა.

საღამოს სტუმრებს სიურპრიზი ელით, მომღერალი ქართველ ემიგრანტ ქალბატონ ლალი ბუთბაიასთან ერთად დუეტს შეასრულებს, თუ რა სიმღერაზე შეაჩერეს არჩევანი, ამ ეტაპზე მუსიკოსმა საიდუმლოდ დატოვა.

ლაშა ღლონტის ნიდერლანდური კონცერტების ყველა ბილეთი უკვე სრულად გაყიდულია, როგორც მომღერალმა გვითხრა, ეს უცნაური სულაც არ არის, რადგან ,,სოლდ აუთი” მის საღამოებზე, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, უკვე ერთგვარ ტრადიციადაც კი ჩამოყალიბდა.

გარდა იმისა, რომ ლაშა ღლონტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველ ემიგრანტებს მუსიკალური საღამოებით ხშირად ანებივრებს, ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში მან საქართველოს მაშტაბით 65 რეგიონალური კონცერტი გამართა. მუსიკოსის უახლოეს სამომავლო გეგმებში კი 24 ნოემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში  დაგეგმილი ანსამბლ ”ალილოს” საიუბილეო კონცერტია, რომლისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები