LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა დარსალია – რეგულარულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე

226
deputyForeignMinister-Georgia

პერიოდულად იძაბება ვითარება საოკუპაციო ხაზთან, ჩვენ რეგულარულ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და ასეთი ინციდენტების პრევენცია მოხდეს,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ  განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგები, რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას.

რაც შეეხება საოკუპაცო ხაზიდან გატაცებულ პირებს, ლაშა დარსალიას თქმით, ყველა მექანიზმი ამოქმედებულია რომ დროულად მოხდეს საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები