LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჩხარტიშვილი: „მოძალადე უნდა დაისაჯოს!!! ჩემი მხარდაჭერა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს!..“

767
lashachxartishvili

ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ახლახან მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან სასტიკ ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა, მხარდაჭერას უცხადებს და ერთ შემთხვევას იხსენებს:

„2001 წელს, „ხელოვანთა ლიგაში”, ზურაბ ცინცქილაძესთან ერთად, მოვაწყვეთ ხელოვანთა დისკუსია თემაზე: “რა ჩემი საქმეა, რა შენი საქმეა, აბა, ვისი საქმეა?!”

კარგად მახსოვს, ერთმა საპატივცემულო არტისტმა ამ შეხვედრაზე, თავის გამოსვლაში თქვა: „რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, ეს არავის საქმე არ არის!”

მაშინ, ჟან ჟაკ რუსოს სიტყვები დავუპირისპირე: “ხედავდე უსამართლობას და არ ჩაერიო, ეს ნიშნავს, რომ მონაწილე ხარ მისი”. ჰოდა, სანამ მენტალობას არ შევიცვლით, არაფერი გვეშველება.

ყოველთვის ვგმობდი ძალადობას, მათ შორის, საკუთარ ოჯახში, მამაჩემი რომ ხმას აუწევდა დედაჩემს, ვეხვეწებოდი, ორივეს ახლავე გაშორდით-მეთქი…

არ შევეგუოთ ძალადობის არც ერთ ფაქტს, მაგრამ მარტო გმობა არ გვიშველის, მოძალადე უნდა დაისაჯოს!!!

ჩემი მხარდაჭერა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს ❤ და ყველა ქალს ❤“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები