LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარის კურსის ვარდნა ქურდობამ იცის! – სააკაშვილის ვიდეომიმართვა

415
33333333

ჩემი პრეზიდენტობის დროს იყო მიტინგები სულ და ლარის კურსი იყო 2-ჯერ უფრო მყარი და ეკონომიკა იზრდებოდა რამდენჯერმე უფრო სწრაფად! – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას ვიდეომიმართვით ეხმიანება. სააკაშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურება ქურდობამ იცის.

“ქურდობამ იცის ეკონომიკის გაუფასურება და ლარის კურსის ვარდნა. თქვენ ხართ ქურდები! უნდა მოშორდეთ პირდაპირ ციხეში! ქურდების ადგილი არის ციხეში, თქვენისთანა ქურდების ადგილი არის დიდი ხნით ციხეში. ეგ არის და ეგ,” – აცხადებს სააკაშვილი ვიდეოში.

ბოლო პერიოდია, დოლარი ყოველდღიურად საკუთარ ანტირეკორდს ხსნის. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს ლარის გაუფასურება “ნაციონალურ მოძრაობას” დააბრალა.

„ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. შემდეგ ავანტიურისტებმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო“, – განაცხადა ბახტაძემ. 

ლარი დღეს ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს - ბანკებში დოლარი 2.99 ღირს

დოლარი ყოველდღიურად საკუთარ ანტირეკორდს ხსნის.

ბახტაძის შეფასებით, ტურიზმზე, რომელიც ქართული ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივია, გავლენა 20 ივნისის მოვლენებმაც იქონია.

###

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. ეს ყველაფერი კი “გავრილოვის ღამეს” მოჰყვა.

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

აკრძალვის შემდეგ, რუსი ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში შემცირდა, რამაც ეკონომიკაზე მოლოდინების მიხედვით, უარყოფითი გავლენა უნდა მოახდინოს. სწორედ ამ მოლოდინებს უკავშირებენ ექსპერტები ლარის გაუფასურებას.

ნახეთ ასევე: ამ მთავარი შეცდომის მიზეზებს ვიმკით – გიორგი კეპულაძე ლარის კურსის პანიკაზე

პოპულალურები