„ნებისმიერი რეგულაცია და წერტილოვანი შეზღუდვები საგრძნობლად აისახება ეკონომიკაზე“,- ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ივა ჭყონიას ფასებთან მიმართებაში, ნეგატიური მოლოდინი აქვს. მისი თქმით, ლარი უფასურდება, ავტომატურად ძვირდება პროდუქტიც. ამას ერთვის სეზონური ფაქტორიც, შედეგად რადიკალურად გაზრდილ ფასებს ვიღებთ.

„თუ ტრანსპორტის შეზღუდვა დაწესდება თანამშრომლები ვერ ივლიან სამსახურში, მითუმეტეს ზამთარია და კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე დავდგებით. ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მეტად უფასურდება. 1 თვეში აუცილებლად მივიღებთ გაძვირებულ ფასებს. ლარის გაუფასურება უდრის გაძვირებულ ფასებს. წლიდან წლამდე ეროვნული ვალუტის ნეგატიური მაჩვენებლი გვაქვს“,- განაცხადა ივა ჭყონიამ.

საქართველოში სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება – მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სრული ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები.

შეხვედრისას არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები განიხილეს.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები