LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარი ყველა ჩვენგანისგან – სოც. ქსელში ლადო აფხაზავასთვის მილიონიანი კამპანია დაიწყო

1669
afxazava56

მილიონი ლადო აფხაზავას –  „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტი ჩიბათელი მასწავლებლისთვის მილიონის შეგროვების კამპანია სოციალურ ქსელში დაიწყო. იდეის ავტორი მეწარმე ანა მიქაძე-ჩიკვაიძეა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ლადო აფხაზავას ანგარიშის ნომერს აქვეყნებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, თითო ლარის გაღებით, მისთვის მილიონი შეაგროვონ. “ლადო აფხაზავას კი არა მეგობრებო, (ცხადია ლადოსაც) კი არ ჭირდება დახმარება – ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ,” – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

სოც ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკვე მოყვა გამოხმაურებაც. მოქალაქეები წერენ, რომ ლადო აფხაზავას თანხას გადაურიცხავენ.

ჯილდო, რომელსაც ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიიღებდა, მილიონ დოლარს შეადგენდა. მოგების შემთხვევაში კი, ლადო აფხაზავა აპირებდა, რომ თანხა გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებისა და ბავშვებისათვს მოეხმარებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები