LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგერფელდის ბოლო ჩვენებაზე პენელოპა კრუსი თეთრი ვარდით გამოვიდა (ფოტო)

1276
penelopa-cruz

პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ყველაზე ემოციური „შანელის“ მოდი სახლის ახალი კოლექციის ჩვენება გახდა. ეს ჩვენება საინტერესო იყო იმით, რომ საზოგადოებამ ბოლოჯერ შეაფასა ლეგენდარული კარლ ლაგერფელდის კოლექცია. მთელი დეფილე, დაწყებული წუთიერი დუმილით, დასრულებული პენელოპა კრუსის გამოსვლით, კარლ ლაგერფელდის ხსოვნას მიეძღვნა.

პენელოპა პოდიუმზე ყველაზე ბოლოს გამოჩნდა. 44 წლის მსახიობი ლაგერფელდმა თავად აირჩია „შანელის“ ამბასადორად, ის დეფილეზე თეთრი ფერის კაბით გამოვიდა, რომლის ქვედაბოლო თოვლის ფიფქს გავდა. ხელში კი მსახიობს თეთრი ვარდი ეჭირა, როგოც ხსოვნის მარადიული სიმბოლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები