LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავას სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს [ფოტო]

428
afxazava

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგსა და მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ფინალისტ ლადო აფხაზავას სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს.

„ჩემთვის მთავარი ჯილდო ადამიანების, განსაკუთრებით კი, ბავშვების სიყვარულია,“ – განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ჩიბათის საჯარო სკოლაში ვარსკვლავის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტების სიაში იყო, 21 მარტს ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები