ნიდერლანდელი მეცნიერების მიერ ჩატარაებული კვლევა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ  იმ ადამიანების კატებს და ძაღლებს, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა, ინფექცია შესაძლოა პატრონისაგან გადაედოთ.

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 310 შინაური ცხოველის ნიმუშები იმ ოჯახებიდან, სადაც ადამიანებს ინფექცია ჰქონდათ დადასტურებული. საერთო ჯამში, ექვს კატას და შვიდ ძაღლს დადებითი შედეგი ჰქონდა PCR ტესტზე, ხოლო 54 ცხოველს ანტისხეულები აღმოაცნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვირუსი უკვე გადაიტანეს.

სწორედ ამიტომ, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ელს ბრონსი შინაური ცხოველების პატრონებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს: ,,თუ თქვენ კოვიდი გაქვთ, თქვენს კატასთან ან ძაღლთან კონტაქტი თავიდან ისევე უნდა აიცილოთ, როგორც ადამიანებთან ”, – ამბობს ის.

დოქტორ ბრონსის თქმით, როგორც წესი, ცხოველები ვირუსს ადვილად იტანენ, ამიტომ მთავარი პრობლემა არა მათი დაავადება, არამედ ვირუსის ევოლუციაა, რომელიც სახეობებს შორის არსებულ ბარიერებს სწრაფად ლახავს და არსებობს პოტენციური რისკი იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო აგრესიული შტამები მივიღოთ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორების განცხადებით, შინაური ცხოველებისაგან პატრონების ინფიცირების არცერთი ფაქტი აღრიცხული არ არის.

,,ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი რისკი არ არსებობს ცხოველებისაგან ადამიანების ინფიცირების კუთხით. თუმცა, ამ ეტაპზე მსგავსი შემთხვევა გამოვლენილი არ არის.”– ამბობს დოქტორი ბრონსი.

 

 

მსგავსი თემები