LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: გონებაგახსნილ ადამიანებს სამყაროს განსხვავებული აღქმა აქვთ

1079
3115109188-59871656ac-o-e1462821692796

გონებაგახსნილ ადამიანებს სამყაროს განსხვავებული აღქმა აქვთ – აღნიშნულ დასკვნამდე მეცნიერები რამოდენიმე სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარების შემდეგ მივიდნენ.

ფსიქოლოგების აზრით ის ადამიანები, ვინც მუდამ მზად არიან ახალი ცხოვრებისეული გამოცდილებისათვის, რეალობას განსხვავებულად აღიქვამენ.

კვლევის ფარგლებში, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, მონაწილეობა 123-მა მოხალისემ მიიღო. თითოეულ მათგანს 5 სახის ფსიქოლოგიური ტესტი ჩაუტარდა, რომლებიც იძლეობდნენ მონაცემებს მათი მზაობის შესახებ ახალი გამოცდილების მისაღებად, ასევე აფასებდნენ თუ რამდენად სურდათ კვლევის მონაწილეებს კონტაქტი სხვებთან და ზოგადად, გარე სამყაროსთან. ტესტების მიზანი იყო დაედგინა, თუ რამდენად კრეატიული იყო პიროვნება, ან როგორი წარმოსახვის უნარი ჰქონდა და რამდენად სურდა ცხოვრებაში ცვლილებები.

კვლევის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ დანახულის აღქმის ტესტი, “binocular rivalry.” ამ ტესტის დროს ადამიანის ორივე თვალს უჩვენებენ სხვადასხვა სურათს. ამ შემთხვევაში ერთი თვალით ისინი წითელ ფონს, მეორეთი კი მწვანეს ხედავდნენ.

ჩვეულებრივ, ტვინს მხოლოდ ერთი თვალიდან მიღებული გამოსახულების აღქმა შეუძლია, თუმცა არსებობენ იშვიათი გამონაკლისებიც, რომლებიც შერეულ, წითელ-მწვანე სურათებს ხედავდნენ.

ამის მიზეზად მეცნიერები ზედმეტ კონცენტრაციას ასახელებენ. მათი თქმით ადამიანების უმეტესობა სურათის დანახვისას ერთ კონკრეტულ საგანზე კონცენტრირდება და შედეგად, უჭირს მის გარშემო არსებული სხვა საგნების დანახვა.

აღმოჩნდა, რომ კვლევის იმ მონაწილეებს, რომლებიც ტესტის დროს ორივე ფერს აღიქვამდნენ, ჰქონდათ სხვებთან შედარებით უფრო ფართო წარმოსახვის უნარი და იყვნენ უფრო კრეატიულები. გარდა ამისა, ისინი არ უშინდებოდნენ ცვლილებებს და სიახლეებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები