LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ კვირაში ლოქდაუნმა სასწაული მოახდინა საფრანგეთში, ამ შაბათიდან პარიზის მაღაზიები და ბუტიკები ემზადებიან ჩვენს მისაღებად – ქეთი ლობჟანიძე

763
38858661-2079892182029543-6042965375690211328-n

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორ კვირიანმა “ლოქდაუნმა” საფრანგეთში ეფექტური შედეგი აჩვენა. ექიმი წერს, რომ ხვალიდან პარიზის მაღაზიები და  საქალაქთაშორისო გადაადგილება აღდგება.

“ორ კვირაში ლოქდაუნმა სასწაული მოახდინა საფრანგეთში, რის წყალობითაც ამ შაბათიდან პარიზის დიდი მაღაზიები და პატარა ბუტიკები ემზადებიან ჩვენს მისაღებად. ქალაქთაშორისი გადაადგილებაც აღდგება, მატარებლის ბილეთები ისე დაიტაცეს, გაყიდვამ 400%-ს მიაღწიაო. ბარ-რესტორნებს არ გაუმართლათ, იანვრამდე მოუწევთ მოცდა…

ამით იმის თქმა მინდა, ძვირფასებო, რომ ლოქდაუნით მრუდი წავა კლებისკენ, შემცირდება ინფიცირებულთა რიცხვი, ეს ოდნავ მოგვიანებით აისახება სიკვდილიანობაზეც, ამოისუნთქებს მედპერსონალი და ხალხი ჯანმრთელი შეხვდება დღესასწაულებს!

საქართველოსა და საფრანგეთის კარანტინებს შორის დიდი განსხვავებაა, ჩვენთან ხალხს უფრო გაუჭირდება, მაგრამ არაა მეტი გამოსავალი და მთავრობას რომ გამოეჩინა კეთილი ნება და ხელფასის ნაწილი გადაერიცხა სოცილურად დაუცველი ხალხისთვის, რადგან ეს დაუცველობაც მათ კისერზეა, მთლად გადასარევი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ არასდროს გვიცხოვრია ასეთ ზღაპარში, გავაქანე მეც ფანტაზია…”,-წერს ქეთი ლობჟანიძე ფეისბუქში.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ იანვრის ბოლოს ინფიცირების მაჩვენებლი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება

შეგახსენებთ, საფრანგეთი შაბათიდან კოვიდ 19-ის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების დაწყებას გეგმავს. ქვეყანაში შობისთვის მაღაზიები, თეატრები და კინოთეატრები გაიხსნება, ადამიანებს კი დღესასწაულის თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად გატარების საშუალება ექნებათ.

საფრანგეთში პანდემიის დაწყების დროიდან დაინფიცირებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 50 000-ს აჭარბებს. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით ქვეყანა მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები