კვიპროსმა საქართველო B კატეგორიის ქვეყნების რიცხვში გადაიყვანა და PCR ტესტს ითხოვს. შესაბამის ინფორმაციას კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„კვიპროსის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ კვიპროსის რესპუბლიკამ საქართველო გადაიყვანა B კატეგორიის ქვეყნების რიცხვში, შესაბამისად, საქართველოდან კვიპროსში გამგზავრების მსურველებმა, არაუგვიანეს 72 საათით ადრე კორონავირუსზე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარადგინონ აეროპორტში.

შეგახსენებთ, რომ PCR უარყოფითი ტესტის გარდა, ყველა მგზავრმა კვიპროსში გამოფრენამდე უნდა შეავსოს ფორმა CyprusFlightPass. აღნიშნული ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ https://cyprusflightpass.gov.cy/en/home “, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კვიპროსში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები