LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ „ბიოლში“ ხვალ საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოება ჩატარდება

103
swiss

2 ივლისს, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“ გაიმართება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების რიგით მეათე საიუბილეო ცერემონია, ერთადერთი საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოება, რომელიც ტარდება საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო leader of the Year ოცდაათ ქართულ და უცხოურ კომპანიას გადაეცემა ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით. ასევე, ღონისძების ფარგლებში, საპატიო ჯილდო „person history“ და “Bests of Georgia” გადაეცემათ საქართველოს მასშტაბით თავიანთ სფეროში წარმატებულ ადამიანებს.

ცნობისთვის, ,,ბიზნეს რეიტინგების კავშირი” საქმიანობს 2003 წლიდან აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში. (უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი) „საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი” კი დაარსდა 2015 წელს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს „საქართველოს ნაციონალურმა ბიზნეს რეიტინგმა” მოიპოვა უფლება დააჯილდოვოს კომპანიები „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის” ეგიდით. ამასთან, საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეებიც ჯილდოვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები