LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე: ავსტრიული გამოცემა საქართველოზე წერს

198
615263-opener-210897-coronavirus-georgien-musketiere-gy

ავსტრიული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭდური გამოცემა ORF Nachrichten სათაურით „საქართველო – კუნძული მსოფლიოს Covid-რუკაზე“ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს საქართველოზე, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებულად წარმატებულ ქვეყანაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიის ამ პატარა ქვეყანამ, რომელიც მაღალი ინფიცირების მქონე ქვეყნებისგან გარშემორტყმული ერთგვარი კუნძულია, ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიით სახელი გაითქვა.

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია”, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ვირუსთან ბრძოლაში წარმატებული ქმედებების გამო საქართველომ არაერთი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა თუ ანალიტიკური ცენტრი (BBC, ამერიკული და ბრიტანული ანალიტიკური ცენტრები) დააინტერესა.

სტატიის დასასრულს ნათქვამია, რომ საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის ტურიზმის გახსნას გეგმავდა, თუმცა ამ თარიღმა გადაიწია, რადგან ქვეყანა სიფრთხილეს იჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები