LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

107
1

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

უწყებასთან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.

აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფი “ხელოვნების მუზეუმისთვის” არის. მათი განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი კულტურის სფეროში მიმდინარე ბოლშევიკური წმენდის გაპროტესტებაა.

ხელოვნების მუზეუმში საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს – გათავისუფლებული თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ

აქციის წარმომადგენლები რეპრესიებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის სახელით სამსახურიდან ათზე მეტი მეცნიერი, კურატორი თუ ფონდის მცველი გაათავისუფლეს.

“ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში და არ ვცხოვრობთ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ამიტომ იდეოლოგიური მიზანშეწონილობის მიხედვით პროფესიონალების შეფასება არ უნდა ხდებოდეს.

თითოეული გათავისუფლებული ადამიანი არის სამაგალითო სპეციალისტი, რომელსაც ჩვენს სფეროში ძალიან კარგად იცნობენ.

მართალია, მინისტრმა და მისმა შედგენილმა კომისიამ მათ კომპეტენცია დაუწუნა, მაგრამ ამ კომისიას არ შეუძლია შეაფასოს მათი კომპეტენცია”, – აცხადებს ეროვნული გალერეის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე.

აქციაზე იმყოფება პარტია “დროას” წარმომადგენელი ნინო გოგუაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ეს არის სოლიდარობის აქცია გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ და ეს არის საპროტესტო აქცია მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ:

“კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული, ამ პოლიტიკის სიამოვნებით აღმსრულებელი გახლავთ თეა წულუკიანი.

დიახ, ის ასეთი იყო ყოველთვის. მე მისგან არ მიკვირს, რომ იგი სიამოვნებით უსწორდება დამოუკიდებელ ადამიანებს, პროფესიონალ ადამიანებს და იგი უშვებს კულტურის სფეროდან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს და მათ შეურაცხყოფას აყენებს იმით, რომ კვალიფიკაციას უწუნებს”, – აცხადებს გოგუაძე.

რაც მისწავლია და მიშრომია… ყველაფერი ორმა იურისტმა ერთ წუთში გადამიწყვიტა – შალვა ამირანაშვილის მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი – რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი პატიოსანი მოქალაქეების აქციას: მიხეილ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები