LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკულად მძიმე 80 წელს გადაცილებული პაციენტის მდგომარეობა პლაზმით მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესდა – მარინა ეზუგბაია

132
Capture

“ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ახალ პაციენტს კონტაქტი საკარანტინე სივრცეში მყოფ ინფიცირებულთან ჰქონდა.

მარინა ეზუგბაიმ ასევე აღნიშნა, რომ 80 წელს გადაცილებული კრიტიკულად მძიმე პაციენტის მდგომარეობა, ახალი მეთოდებით მკურნალობის შემდეგ, მკვეთრად გაუმჯობესდა.

“ჩვენთან 1 ინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე კლინიკაში 34 დადასტურებულად ინფიცირებული მკურნალობს. ახალი ინფიცირებული ჩვენთან გუშინ არ შემოსულა. სამი მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში დასტაბილურდა და უმჯობესდება. ერთ-ერთ პაციენტი ასაკით 80 წელზე მეტისაა. სწორედ ეს ქალბატონი იყო კრიტიკულად მძიმე, მასთან ჩატარდა ყველა ხელთარსებული სიახლე მკურნალობაში, მათ შორის გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმით ვუმკურნალეთ და ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

პოპულალურები