LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი არის მმართველი პარტიის მთავარი მოკავშირე ყველა არჩევნებზე – ბოკერია

86
ბოკერიაა

სანამ ამ მენტალიტეტის ხართ თქვენ და თქვენი ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ნეპოტიზმი და ჩაწყობა ქართველების ბუნებრივი თვისებაა, არაფერი შეიცვლება, ამიტომ უნდა შეიცვალოთ თქვენ, – ამ სიტყვებით პარლამენტში მისულ პრემიერმინისტრს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მიმართა.

“სანამ მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ხალხი არის მმართველი პარტიის მთავარი მოკავშირე ყველა არჩევნებზე, სანამ ვიცით, რომ სწორედ ამ ხალხის მეშვეობით ხდება ამომრჩევლებზე ზეწოლა, სანამ ვიცით, რომ ოპენენტებზე თავდასხმებისთვის კრიმინალებს იყენებენ, სანამ ყველამ იცის, რომ რიგითი პოლიციელების დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა დაუსჯელი დარჩება თუ ეს დანაშაული თქვენს გუნდთან დაკავშირებულმა ხალხმა ჩაიდინა, სანამ თქვენი გზავნილი არის ის, რომ ისეთ მძიმე დანაშაულში, როგორც არის დავით სარალიძის საქმე, მთავარი პირი დაუსჯელია, სანამ ყველა პრობლემაზე პასუხი არის უტიფარი პოლიტიკური სიცრუე და ერთადერთი პასუხი რაც გაქვთ, არის წინა ხელისუფლებაზე აპელირება, მისი დემონიზირება და ლანძღვა – სანამ აი, ეს ვითარებაა, ამ ამბის შემოტრიალება შეუძლებელი იქნება,“ – მიმართა გიგა ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები