LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემლის წინ აქტივისტი დააკავეს, რომელსაც ხელში ცარიელი პლაკატი ეჭირა

186
kondratievi

მოსკოვში პოლიციელებმა აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი დაიჭირეს, რომელიც წითელ მოედანზე სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად იდგა. ინფორმაციას currenttime.tv ავრცელებს.

კონდრატიევს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა. მისი განცხადებით, ის სუფთა პლაკატით იდგა და არაფერს კანონსაწინააღმდეგოს არ აკეთებდა.

მას სურდა ყურადღება მიექცია რუსეთში მშვიდობიანი შეკრებებისას უფლებების დარღვევის გამო.

“ვუთხარი, რომ უბრალოდ სუფთა პლაკატით ვდგავარ და არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ. კანონსაწინააღმდეგოს არაფერს ვაკეთებ. მათ კი მიპასუხეს, რომ ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით”, – განაცხადა კონდრატიევმა.

კონდრატიევი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით საქმის აღძვრის გარეშე გაუშვეს. მისი თქმით, პოლიციელებმა არ იცოდნენ, რა მოეხერხებინათ მისთვის დაკავების შემდეგ.

ფორმალურად ერთი ადამიანის პიკეტი არ არის აკრძალული, მაგრამ რადგან ის “საზოგადოებრივ-პოლიტიკური” ღნისძიებაა, მათ გასამართად კრემლის სპეციალური ნებართვაა საჭირო.

 

ანალოგიური დაკავება მოხდა ყაზახეთშიც. აქტივისტი ასლან საგუტდინოვი მარტო გავიდა პიკეტზე, რათა ქვეყანაში სამოქალაქო უფლებების არარსებობა ეჩვენებინა. ის ცარიელი პლაკატით დაახლოებით 5 წუთი იდგა, რის შემდეგაც პოლიციაში მიაბრძანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები