LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემლის კარის თამაშები: პუტინმა სამუდამო ლიდერობა ჩაიბარა – 84 წლის ასაკშიც პრეზიდენტი იქნება

121
Путин-киборг

დიდი ალბათობით პუტინის ძალაუფლება კიდევ 16 წლის განმავლობაში – 2036 წლამდე გაგრძელდება.

ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩატარებული რეფერენდუმის პასუხები.

რეფერენდუმის შედეგებიდან, რომელიც პირველ ივლისს გაიმართა,  ირკვევა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის ამომრჩევლის 78%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

საკონსტიტუციო ცვლილებები კი პუტინს 2036 წლამდე პრეზიდენტობის იურიდიულ საფუძველს უქმნის. რეფორმის მიხედვით პუტინის საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს განულდება.

რუსეთში აღარ დარჩა კატა, რომელიც პუტინის პრეზიდენტობას ვერ მოესწრო - მმართველობა გრძელდება, რა ელის საქართველოს

"რუსეთში ყველა ოლიგარქს თავისი ადგილი აქვს მიჩნეული. თუ ვინმე თამაშის წესიდან გავა, ხოდორკოვსკის ბედს გაიზიარებს".

შემდეგ კი პუტინს შესაძლებლობა ექნება, პრეზიდენტობისთვის კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი.

რუსული ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პუტინის მიზანია, მთელი ცხოვრება პრეზიდენტი იყოს.

საკითხავია, როგორ მოიპოვა პუტინმა მოსახლეობის ასეთი მხარდაჭერა. კრემლის ერთ-ერთმა დიდმა კრიტიკოსმა, ალექსანდრე ნავალნიმ რეფერენდუმის შედეგებს დიდი ტყუილი უწოდა.

პუტინი ბოლო 20 წელია, კრემლში მოწინავე პოზიციებს იკავებს.

2036 წელს პუტინი 84 წლის იქნება.

 

პუტინმა ტელემიმართვა უზარმაზარი ძეგლის (რჟევის ბრძოლაში დაღუპული მეომრების პატივსაცემად აღიმართა) გახსნაზე ჩაწერა და მოსახლეობას მოუწოდა კონსტიტუციაში შესწორებებისთვის მხარი დაეჭირათ, რაც მას საშუალებას აძლევს ლამის სიკვდილამდე პრეზიდენტი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები