LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდის ახალი შტამის გამო, ევროკომისია ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს

139
1

მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი, წინასწარი ვარაუდით, უფრო გადამდები ვარიანტი აღმოაჩინეს, შეშფოთება გაიზარდა ევროპაშიც.

ვირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ზომების მიღებას აპირებს ევროკომისია.

ის ევროკავშირს აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან ფრენების შეჩერებას შესთავაზებს.

ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს:

“ევროკომისია შესთავაზებს წევრსახელმწიფოებს, რომ მათთან კოორდინაციით ამოქმედდეს გადაუდებელი შემაკავებელი ზომები აფრიკის სამხრეთ რეგიონიდან საჰაერო მიმოსვლის შესაჩერებლად, B.1.1.529 ვარიანტის აღმოჩენის გამო”, – წერია ფონ დერ ლაიენის ტვიტში.

შეგახსენებთ, აფრიკის სამხრეთ ნაწილში ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს.

ვარიანტი სახელწოდებით B.1.1.529 მეცნიერების შეშფოთებას იწვევს. ისინი ფიქრობენ, რომ მუტირევული ვარიანტი ბევრად გადამდებია, ვიდრე აქამდე გავრცელებული სახიფათო “დელტა” შტამი.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს ბოტსვანაში.

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“: გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის ექსპერტები უკვე აცხადებენ, რომ კოვიდის საწინააღმდეგოდ შექმნილმა ვაქცინებმა, შესაძლოა, ახალი შტამის მიმართ იმუნური დაცვა ვერ უზრუნველყოს.