LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოვიდფონდის ფულსაც გამოვიყენებთ და სხვებსაც მოვიძიებთ, მორალს ნუ მიკითხავთ” – პრემიერი ოპოზიციას პასუხობს

118
69781037-3241562762550386-3770871145746661376-o

საქართველოს პრემიერ მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ბოლო 4-თვიანი ანგარიშით წარსდგა. გიორგი გახარიამ ქვეყანაში პანდემიის პერიოდში მთავრობის მუშაობის შესახებ თითქმის 2 საათის განმავლობაში დეპუტატებს კიდევ ერთხელ გააცნო ყველა მთავარი გამოწვევა. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში პანდემიის განვითარების ზუსტი პროგნოზი არ კეთდება, ამიტომ ბრძოლა ვირუსთან გრძელდება. მან მოხსენებაში ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და გატარებული ღონისძიებების მნიშვნელობაზე.

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ მინისტრმა 100-ზე მეტი კითხვა მოისმინა, მათ შორის იყო კითხვა, რომელიც ეხებოდა კორონავირუსის წინაარმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში არსებული თანხის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობას. რომან გოცირიძე დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და პრემიერს კონკრეტული პასუხი სთხოვა.

გიორგი გახარიამ ოპონენტების კრიტიკულ კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ ფონდის გამოყენებასთან დაკავშირებით მთავრობას გაწერილი გეგმა აქვს და მიმდინარე საკასო ნაწილის ხარჯვის პრომლემას ვერ ხედავს.  პრემიერის თქმით, კოვიდფონდში მოქალაქეების მიერ ფულის ჩარიცხვა იყო მათი მხრიდან კეთილი ნება და, მისივე განმარტებით, ამ ნებას მთავრობა საჭიროების მიხედვით გამოიყენებს.

“მორალს ნუ მიკითხავთ. მიმდინარე საკასო ნაწილის ხარჯვაზე პრობლემა არ გვაქვს. კოვიდფონდში მოქალაქეების ფულის ჩარიცხვა იყო მათი კეთილი ნება და ჩვენ ამ კეთილ ნებას გამოვიყენებთ საჭიროების შემთხვევაში. თუ საჭირო გახდა, ამ ფონდსაც გამოვიყენებთ და სხვებსაც მოვიძიებთ” – განაცხადა პრემიერმა.

 

პოპულალურები