LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ 19-ით ინფიცირებული მარნეულელი ქალი სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს

417
ლალი

კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალი, რომელიც მარნეულით მძიმე მდგომარეობაში გადმოიყვანეს და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იყო, დღეს სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

გარდა ამისა, მისივე თქმით, მათთან მოთავსებული კოვიდ 19-ით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვა.

18 პაციენტი გვყავს. ერთი გავწერეთ. კორონავირუსით ინფიცირებული სულ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რაც ძალიან გვახარებს. წავიდა გამოჯანმრთელებული ბინაზე. დღეს კიდევ ორი ტესტი ავიღეთ შემდეგ ორ პაციენტზე. ვნახოთ, პასუხი ჯერ არ არის და ხვალ გადავიმეორებთ. უარყოფითი შედეგი თუ იქნება, კიდევ ორი გამოჯანმრთელებული დაგვემატება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. როგორც იცით, 62 წლის პაციენტი მოეხსნა აპარატიდან. არც ერთი პაციენტი არ დამძიმებულა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბი 117 დაინფიცირებულია, 23 კი გამოჯანმრთელდა.

პოპულალურები