LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19 ევროპაში – შეზღუდვები ისევ მკაცრდება

124
Corona Europe

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გამო შეზღუდვები მკაცრდება.

2 ნოემბრიდან შეზღუდვებს ამკაცრებს გერმანია. დაიხურება კინოთეატრები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, კაფე-ბარები და რესტორნები. აიკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. სასტუმროში დარჩენა მხოლოდ აუცილებელი საქმიანი ვიზიტების შემთხვევაში იქნება დასაშვები.

ინფექციის შემთხვევების სწრაფად მატების გამო საფრანგეთში ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა.

ემანუელ მაკრონის განმარტებით, 30 ოქტომბრიდან პირველ დეკემბრამდე შეიზღუდება რეგიონებს შორის გადაადგილება. დაიხურება ბიზნესობიექტების ძირითადი ნაწილი. მოსახლეობა კი სახლიდან გასვლას მხოლოდ სამუშაო და გადაუდებელი სამედიცინო მიზნებით შეძლებს.

რელიგიური დღესასწაულის დროს მოსახლეობის გადაადგილების შესამცირებლად ესპანეთის ხუთი რეგიონი უქმეებზე საზღვრებს კეტავს.

დღიური მონაცემები მზარდია პოლონეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში.