LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდ-19-ის ახალი შტამი ისრაელშიც დაფიქსირდა

99
FORTUNA.GE- (1)

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, ახლა უკვე ისრაელშიც დაფიქსირდა.

ამის შესახებ წერს Reuters-ი, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ქვეყანაში ვირუსის მუტაციის 4 შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი შემთხვევა უკავშირდება ინგლისიდან დაბრუნებულ ადამიანებს, ხოლო ერთ შემთხვევაში წყარო დადასტურებული არ არის და მიმდინარეობს მოკვლევა.

პაციენტები საკარანტინე სივრცეში, იზოლაციაში იმყოფებიან.

SARS-CoV-2 – კორონავირუსის ახალი ვარიანტია, რომელიც სწრაფად ვრცელდება ბრიტანეთში და იწვევს შეშფოთებას მეზობელ სახელმწიფოებში. მრავალმა ქვეყანამ შეწყვიტა ბრიტანეთთან სატრანსპორტო და ავიამიმოსვლა.

რაც შეეხება ისრაელს, მარტში სახელმწიფომ დახურა საზღვრები უცხოელებისთვის. შეზღუდვა არ შეეხო სტუდენტებსა და ჟრნალისტებს.

ამ ეტაპზე, ახალი რეგულაციებით, რომელიც გუშინ დაწესდა, ყველა, ვინც ისრაელში უცხოეთიდან დაბრუნდება, გაივლის სავალდებულო კარანტინს.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს ისრაელში ვაქცინაცია დაიწყო. “ფაიზერის” ვაქცინით უკვე აიცრა 70 000 ადამიანი.

ისრალეში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 383 389 შემთხვევა. გარდაცვლილია 3 136 ადამიანი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები