LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტეჯი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ გუგუტიანთკარელ რაზმაძეებს აჩუქა გორში ჩაიტანეს

241
ca7fcf1acb6563bcad2a202239b3c375

გუგუტიანთკარელი რაზმაძეებისთვის განკუთვნილი კოეტეჯის ასაშენებელი მასალა მოძრაობა “ლელოს” წარმომომადგენლებმა დღეს გორში ჩაიტანეს. ადგილზე გაირკვა, რომ ოჯახი საჩუქრის მისაღებად მზად არ არის, ვინაიდან მიწის ნაწილი, სადაც რაზმაძეების სახლი დაიდგმება არ არის გამოყოფილი.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, რაზმაძეებისთვის შესაბამისი მიწის ფართი გამოყოფილი არ არის, რადგან ამისათვის წერილობითი მოთხოვნა არ შესულა. აღნიშნულს ეწინააღმდეგება მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენელი და აცხადებს, რომ მიწის გამოყოფის თაობაზე მერიის წარმომადგენელთან სატელეფონო საუბარი ჰქონდათ.

“კოტეჯის დასადგმელად მიწის გამოყოფის თაობაზე მერიის პრესსამსახურის თანმაშრომელთან გვქონდა სატელეფონო საუბარი, მაგრამ ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოფიციალურად არ მიგვიმართავს მათთვის. დაველოდებით, რომ რაზმაძეებს გუგუტიანთკარში გამოუყონ მიწის ნაწილი, სადაც სახლი დაიდგმება“,- აცხადებს მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენელი თეონა დოლენჯაშვილი.

მამუკა ხაზარაძემ ოჯახს, რომლის სახლიც გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, სახლი უყიდა

სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე

17 აგვისტოს “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება.
რაზმაძეების სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, როდესაც რუსეთის სამხედროებმა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ღობეები გაავლეს.

გუგუტიანთკარში რაზმაძეების ოჯახმა სახლის დემონტაჟი დაასრულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები