LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსზე ცრუ სმს-ები პაატა ბურჭულაძის შვილის თანამშრომელმა ხუმრობით გააგზავნა

513
shuqri

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პაატა ბურჭულაძის შვილის  თანამშრომელმა გარკვეული სმს-ები, რაც კორონავირუსს უკავშირდებოდა, რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა.

ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მის ოფისში განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს.

ჩხრეკა კორონავირუსის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო ესემესების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაც სხვა კომპანიიდან მოხდა რაღაც რაოდენობის  ცრუ ესემესების დაგზავნა.

დაემთხვა ისე, რომ მთავრობის ესემესების დაგზანის შემდგომ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა თავის ოჯახის წევრებს, დედას დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი ესემესი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა, გამოჩნდა ჩვენი ექვსი ესემესი. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა ესემესები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“,- აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები