LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსთან ბრძოლის შვედეთის სტრატეგია მალე მსოფლიოს სტრატეგია გახდება

520
22

კორონავირუსთან ბრძოლაში ჯოგური იმუნიტეტი ერთადერთი რეალისტური გამოსავალია – მხოლოდ ერთი კითხვაა, როგორ მივიდეთ ჯოგურ იმუნიტეტამდე უსაფრთხოდ?

იანვარში ჩინეთში, კერძოდ უხანში, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი კარანტინში გამოკეტეს. მარტში იგივე გადაწყვეტილება მსოფლიოს ძალიან ბევრმა ქვეყანამ მიიღო.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის თითქმის ყველა ქვეყანამ სკოლების, უნივერსიტეტების, სამუშაო ადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდულია საშინაო და საგარეო მოგზაურობა.

მხოლოდ ერთი ქვეყანა წარმოადგენს გამონაკლისს. ეს შვედეთია.

ნაცვლად იმისა, რომ გამოეცხადებინათ საგანგებო მდგომარეობა, შვედეთმა სთხოვა თავის მოქალაქეებს, რომ თავად დაეცვათ სოციალური დისტანცირება.

შვედეთის ხელისუფლებამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები:

ქვეყანაში 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლება,

ქვეყანაში არ არსებობს ბარის მომსახურება,

სწავლება საშუალო სკოლებსა და უნივერსიტეტებში დისტანციურია.

მაგრამ მათ თავიდან აიცილეს მკაცრი კონტროლი. შვედებმა შეცვალეს ცხოვრება, მაგრამ არა ისე ღრმად, როგორც სხვა დასავლური დემოკრატიის მოქალაქეებმა.

შვედეთში ბევრი რესტორანი ღიად რჩება. მცირეწლოვანი ბავშვები ჯერ კიდევ სკოლაში არიან და მეზობელი ნორვეგიისგან (და აზიის ზოგიერთი ქვეყნისგან) განსხვავებით, შვედეთმა არ შემოიღო ვირუსით დაინფიცირებული ადამიანის ადგილმდებარეობის დადგენა, რითაც თავიდან აიცილა კონფიდენციალურობისა და პირადი უსაფრთხოების დარღევის საფრთხე.

ჯოგური იმუნიტეტის ამაღლება უდავოდ არის მთავრობის ფართო სტრატეგიის ნაწილი. ანდერს ტეგელი, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს მთავარი ეპიდემიოლოგი, ვარაუდობს, რომ ქალაქ სტოკჰოლმში კორონავირუსთან ბრძოლა საკუთარი იმუნიტეტის წყალობით ამ თვის დასაწყისში უკვე შეეძლო. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მათემატიკოსმა, ტომ ბრიტონმა გამოთვალა, რომ დედაქალაქში 40 პროცენტიანი იმუნიტეტი საკმარისია, რომ შეაჩეროს ვირუსის გავრცელება და რომ ეს შეიძლება მოხდეს ივნისის შუა რიცხვამდე.

შვედეთმა ქება დაიმსახურეს ზოგიერთ ასპექტში. მათ ეკონომიკურად ნორმალური მდგომარეობა და ერთ სულ მოსახლეზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და გაერთიანებული სამეფოში. მაგრამ მათ მოხუცთა თავშესაფარში ვერ დაიცვეს მოხუცები, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურეს.

თუმცა, იმასაც აღიარებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვირუსის მეორე ტალღა იქნება, შვედეთში დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალი იქნება.

ახლა ბევრი ქვეყანა ცდილობს შვედეთს მიბაძოს. დანიამ და ფინეთმა სკოლები დაბალი კლასებისთვის გახსნეს. გერმანია საშუალებას აძლევს მცირე მაღაზიებს მუშაობა დაიწყონ. იტალია მალე დაიწყებს პარკების გახსნას, საფრანგეთს კი აქვს გეგმა, რომ დაუშვას ფერმერთა ბაზრები და მცირე მუზეუმები.

ჯოგური იმუნიტეტი ის არის, რის მიღწევასაც შვედეთის მსგავსად დიდი ბრიტანეთი ცდილობდა. თუმცა დიდი ბრიტანეთის მცდელობამ არ გაამართლა. კორონავირუსით თავად ბრიტანეთის პრემიერი დაინფიცირდა. მისი გადარჩენა მხოლოდ ექიმების დიდი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა თავიდან აღებულ სტრატეგიაზე უარი ეთქვა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოეღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები