LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

443
კლინიკა 44

კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდი ციციშვილის კლინიკაში მკურნალობდა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ციციშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

„კლინიკაში შემოვიდა პირველ სექტემბერს.  კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები:ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ჭარბწონიანობა.

თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. პაციენტი გუშინ გარდაიცვალა“,- განაცხადა ციციშვილის კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში. 

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებული 150-მდე პაიენტი მკურნალობს, მათგან 21 რეანიმაციაში იმყოფება.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 61 პაციეტი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები