LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა, შესაძლოა, ქვეყანაში ბინათმშენებლობა შეანელოს

159
mshenebloba22

საინვეტიციო ბანკმა Galt and Taggart საქართველოს ეკონომიკის შეფასება განაახლა და მასზე კორონავირუსის შესაძლო გავლენებზეც ისაუბრა. საინვესტიციო ბანკი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ძნელია ზუსტი შეფასებების გაკეთება, თუ რა გავლენა ექნება ამ ვირუსს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსი იქნება მოკლევადიანი პრობლემა, მაგრამ თუ ვირუსი გლობალურ დონეზე გავრცელდება, გარკვეული გამოწვევები გვექნება“, – აცხადებენ Galt and Taggart-ში.

რამდენიმე გამოწვევა, რომელსაც Galt and Taggart ასახელებს, შემდეგია:

  1. ტურიზმზე მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა. საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და ირანთან. ამ ქვეყნების წილი მთლიან ვიზიტორებში მცირეა, თუმცა, ვირუსთან დაკავშირებული პანიკის გამო, სავარაუდოდ სხვა ქვეყნის ვიზიტორებიც შეიკავებენ თავს ჩვენთან მოგზაურობისგან და შესაბამისად ტურიზმის დანაკარგები გაიზრდება.

  2. მოსალოდნელია ნეგატიური გავლენა უძრავ ქონებაზეც. ამ კუთხით მოსალოდნელია გაყიდვების შენელება, მათ შორის უცხოელების მხრიდან. შესაბამისად, მოსალოდნელია ბინათმშენებლობის შენელება…

  3. ტურიზმის შემოსავლების მოსალოდნელი შემცირება ლარზე უარყოფითად აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები