LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსმა შეიძლება გვასწავლოს საკუთარ თავზე დაკვირვება და დაფიქრება – რა გვიხარია, რა გვინდა და რისთვის გვინდა – თამარ გაგოშიძე

528
2-20-1024x683-1

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პი­რო­ბებ­ში, თვითიზოლაციაში ყოფნა ბევრი ადამიანისთვის გამოწვევა აღმოჩნდა. რადიკალურად შეცვლილი ყოველდღიურობის ფონზე იმატა სტრესმა, შფოთვამ, უძილობამ..

რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ადამიანებმა?

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე “ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ გაღიზიანება მატულობს, როდესაც თვითიზოლაციაში მყოფები თავიანთ შინაგან სიტუაციას, ისევე როგორც გარეთ მიმდინარე მოვლენებს ვერ აკონტროლებენ.

ამ უკონტროლო სიტუაციაში ჩნდება შფოთვა, შიშები, უძილობა, აკვიატებები. ჯერ კიდევ არ არის ის დრო, როცა ეს ყველაფერი გამოვლინდება. ერთი თვის მერე უფრო იმატებს და სულაც შესაძლებელია ყველაფერი რომ ჩაივლის, პოსტ ტრავმულ პერიოდში გამოვლინდეს შფოთვები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების ზონირება. ამ ახალ სიტუაციაში თუ არ დავნერგეთ წესი და მკაფიო გრაფიკი, თუ შვილები არ ჩავრთეთ ამ გრაფიკის შექმნაში, ეს თუ არ მოვახერხეთ შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ“, – აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ თვითიზოლაციის პერიოდს აქვს გარკვეული დადებითი მხარეები და ეს საინტერესოსთან ერთად შეიძლება ერთგვარი სასარგებლო გამოწვევაც იყოს.

„ამას კიდევ ერთი პლიუსი აქვს, რომ ჩვენ შეჩერების საშუალებას გვაძლევს. სულ დავრბივართ და ქაოსულ მოძრაობაში ვიმყოფებით. ეხლა, როდესაც ერთ სივრცეში ვართ გამოკეტილები, უნდა დავფქირდეთ. რატომ გვინდა ამდენი რამის კეთება რასაც ვაკეთებთ ? იქნებ პრიორიტეტები დავსახოთ ან შევცვალოთ სამუშაოს ან ჩვენი ხედვის მიმართულება. ეს გვაძლევს საშუალებას რომ შევჩერდეთ და ვიფიქროთ. სხვა დროს ამის საშუალება არ გვქონდა. კორონავირუსმა შეიძლება გვასწავლოს საკუთარ თავზე დაკვირვება და დაფიქრება – რა გვიხარია, რა გვინდა და რისთვის გვინდა ცხოვრებაში“, – განმარტა თამარ გაგოშიძემ.

თამარ გაგოშიძემ “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პერიოდში პოზიტიური რამეებიც დავინახოთ. მისი რეკომენდაციით კარგი იქნება თუ სოციალურ ქსელებს ადამიანების მოსაკითხად და გასამხნევებლად გამოვიყენებთ და არა ლანძღვა-გინებისთვისა და საკუთარი ბოღმის გამოსავლენად. ფსიქოლოგი ამბობს, რომ სასიამოვნო განცდები კარგად მოქმედებს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიოლოგიურადაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები