LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით საქართველოში 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

196
qutaisis-inp

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი ბათუმიდან არის. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათვსეს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები