LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით გარდაცვლილი 71 წლის იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა – ლალი ტურძელაძე

191
a92659-big

მე-8 პაციენტს, რომელიც დღეს გარდაიცვალა ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძის განცხადებით, 71 წლის ქალს ძალიან ბევრი თანხმლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 582 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 207 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 8 გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები