LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით დაინფიცირებული დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

224
eight-col-000-8RB3ZJ

კორონავირუსით დაინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება და საზოგადოების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.

„ვფიქრობ, უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!”- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პრეზიდენტს, „რემდესივირით“ მკურნალობენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის გვიან ღამით  ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები