LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით 29 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 1 064 და გამოჯანმრთელდა 1 135 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

44
Scientists wearing full protective suit working in the laboratory

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 1 135-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 316 389-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 335 769-ია.

კოვიდინფექციამ კიდევ 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 569 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 99 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 261 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 705-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 25 564 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 888, PCR ტესტით – 14 676.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს – დღიური – 4,16%, ბოლო 14 დღის – 4,26%, ბოლო 7 დღის – 4,13%.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში სულ აცრილია 105 500 ადამიანი, დღიურიად აცრილთა რიცხვი კი 3 613-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.