LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებს, შესაძლოა, აჭარაც დაემატოს

529
1

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლებელია, აჭარა იყოს ერთ-ერთი იმ ოფციებს შორის, რომელიც იქნება დამატებით „მწვანე ზონად“ დაპოზიციონირებული. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, აჭარის სასტუმროებს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ იმ მიმართულებით, რომ სეზონმა მშვიდად ჩაიაროს.

“აჭარა ყოველთვის იყო ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან ღირებული ტურისტული მიმართულება. ჩვენ ყველა ტურისტულ ლოკაციას ვუდგებით ერთიანად. შესაძლებელია, აჭარა იყოს ერთ-ერთი იმ ოფციებს შორის, რომელიც იქნება დამატებით “მწვანე ზონად” დაპოზიციონირებული. მე ასევე გამოვყოფდი ძალიან ღირებულ გამოცდილებას, რომელიც აჭარაში არსებულმა სასტუმროებმა უკვე დანერგეს კარანტინის პროექტით. საკმაოდ დიდი რაოდენობით სასტუმროები გვაქვს ათვისებული ამ პროექტის ფარგლებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აჭარაში მყოფ კერძო სექტორთან და საბოლოო ჯამში ჩვენ მთავარი მესიჯი გვაქვს ის, რომ 15 ივნისიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც აჭარაში, სხვა ტურისტულად აქტიურ ადგილებში იმოგზაურებენ და 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურებს ექნებათ საშუალება მათთვის სასურველ კურორტებზე იმოგზაურონ”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვლმა.

პრემიერი: ჩვენ გვაქვს რესურსი გამოვყოთ უსაფრთხო ტურისტული ზონები

საქართველომ პანდემიის პერიოდში სასტუმროებში მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურეობის გამოცდილება დააგროვა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს აქვს რესურსი გამოყოს კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს: წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი და ა.შ.  გიორგი გახარიამ ის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტურისტების მოსაზიდად გააჩნია. მისივე თქმით, საქართველომ ინფექციის მართვის პერიოდში, სასტუმროებში მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურეობის თვალსაზრისით გამოცდილება დააგროვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები