LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის სამკურნალოდ რეკომენდირებული “დექსამეტაზონი” ონკო-ჰემატოლოგიური დავადებების დროს გამოიყენება

447
BeFunky-collage - 2020-10-22T143654.656

ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან 10 თვის შემდეგ მსოფლიო მედიცინამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ შექმნა. ინფიცირებული პაციენტების მკურნალობდა დღემდე სიმპტომურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენტაცია პრეპარატ “დექსამეტაზონს” გაუწია, თუმცა მხოლოდ იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც მძიმედ ან კრიტიკულად მძიმედ მიიჩნევიან.

ზოგადად “დექსამეტაზონი” ფართო გამოყენების პრეპარატია, რომელიც ძირითადად გამოიყენება ანთების ან შეშუპების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული პრეპარატი, როგორც ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, გამოიყენება ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების დროს. კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში “დექსამეტაზონის” გამოყენებასა და პრეპარატის ეფექტიანობაზე “ფორტუნასთან” ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.

“ჯერჯერობით სერიოზული კვლევების უმრავლესობამ ერთადერთი ეფექტი აჩვენა “დექსამეტაზონზე”, ოღონდ იმ პაციენტებთან, ვინც არის  ჟანგბადდამოკიდებული, მძიმე პნევმონიით, აქვთ სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. სხვა პაციენტებში და განსაკუთრებით ბინაზე მყოფ პაციენტებში ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული. ეს არის საკმაოდ ძველი პრეპერატი, რომელსაც 70-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც არის ანთების საწინააღმდეგო პრეპერატი. მას ხშირად გამოიყენებდნენ  სხვადასხვა რევმატიული დაავადებების დროს, სისტემური დაავადებების დროს, როგორც  უნივერსალურ ანთების საწინააღმდგეო პრეპარატს. ასევე აქვს შეშუპების საწინააღმდეგო  მოქმედება და ხშირად ჩვენს დარგში, ინფექციური დაავადებების დროს გამოიყენებოდა,  განსაკუთრებით როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა და ტვინი ზიანდება, იმიტომ რომ ამცირებს შეშუპებას და აგდებს ანთებით პროცესს”, – განაცხადა გოგინავამ.

ქართველი ინფექციონისტის განმარტებით, პრეპარატის პრინციპიდან გამომდინარე, მისი გამოყენება დაშვებულია ანთების ან შეშუპების დროს, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, “დექსამეტაზონი” ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების დროსაც გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება.

“მას უნივერსალურად კარგი ეფექტი აქვს, ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწოდებულია ექიმების მიერ. ონკოლოგიური დაავადებების დროს გამოიყენება როგორც დამხმარე პათოგენეზური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი. კოვიდინფიცირებულთან შემთხვევაში, მინდა გავუსვა ხაზი, რომ მხოლოდ გამოიყენება იმ პაციენტებში, ვინც მძიმედ მიიჩნევა” – აღნიშნა ინფექციონისტმა.

ალექსანდრე გოგინავამ ასევე განმარტა, რომ “დექსამეტაზონის” სახლის პირობებში გამოყენება დაუშვებელია. ის აუცილებლად ექიმის დანიშნულებით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს.

“რადგან ადვილად ხელმისაწვდომია, მოქალაქეებს ვურჩევდი არ იყიდონ და არ მიიღონ თვითნებურად. მოგეხსენებათ, მარტის თვეში “პლაქველინის” დეფიციტი შეიქმნა და ვისაც ეს პრეპარატი ნამდვილად სჭირდებოდათ, არ იშოვებოდა. “დექსამეტაზონი” საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი პრეპარატია, ამიტომ არამიზნობრივად მისი ყიდვა და გამოყენება, ან იმისთვის, რომ სახლში მარაგი შეიქმნათ კორონავირუსული ინფექციის შიშით, არის დაუშვებელი. სახლის პირობებში “დექსამეტაზონის” გამოყენება არანაირად არ არის რეკომენდირებული”, – განაცხადა გოგინავამ.