LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პანდემიის დროს დაბადებულ ბიჭუნას „სანიტაიზერი“ დაარქვეს

263
145082

კორონავირუსის დროს დაბადებულ ბიჭუნას „სანიტაიზერი“ დაარქვეს. „როდესაც ხალხი კორონაზე ისაუბრებს, ყოველთვის გაახსენდებათ რომ მათი სიცოცხლე სანიტაიზერმა იხსნა“ – განაცხადა ახალშობილის მამამ.

მსოფლიოს რთული პერიოდი უდგას და ამ კრიზისის გადალახვა თითქმის ყველა ადამიანის ოცნებაა. ინდოეთში დაბადებული პატარას მშობლებმა კი გადაწყვიტეს, რომ კორონავირუსის პანდემია ყოველთვის ახსოვდეთ და უსაფრთხოების დაცვის საშუალებებს მეტი პატივი მიაგონ. წყვილმა შვილს ხელების გასაწმენდი ანტისეპტიკური ხსნარის სახელი – „სანიტაიზერი“ დაარქვა.

ახალბედა მშობლების აზრით, სანიტაიზერი ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ანუ – დღესდღეობით ყველაზე ძვირფასი ნივთი. სწორედ ამიტომ, ძვირფას არსებას მისი სახელი უწოდეს. წყვილი ფიქრობს, რომ სანიტაიზერი მათ ამ მძიმე პერიოდის მნიშვნელობას შეახსენებს ხოლმე.

„კორონავირუსს ყველა ერთნაირი შემართებით ებრძვის, იქნება ეს პრემიერ მინისტრი თუ უბრალო მოქალაქე. ეს ბრძოლა თითოეული ჩვენგანის ვალია“  – განაცხადა ბედნიერმა მამამ.

ექიმები უცნაურ სახელს ღიმილით შეხვდნენ და ბიჭუნას ჯანმრთელობა უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დედამიწას ტყუპები – კორონა და კოვიდიც მოევლინენ. მშობლებმა პატარებს ამ მძიმე პერიოდისთვის ყველაზე შესაფერისი სახელები დაარქვეს.

 

პანდემიის დროს გაჩენილ ტყუპებს ინდოეთში კოვიდი და კორონა დაარქვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები