LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მეორე ტალღა საქართველოში იქნება უთუოდ შემოდგომაზე – ცერცვაძე

262
1583948115-ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა უთუოდ შემოდგომითაა მოსალოდნელი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მეორე ტალღა ძლიერი არ იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ იქნება დაავადების შემთხვევების სერიოზული მატება კლინიკური სექტორი სრულ მზადყოფნაში იქნება.

„ეს ჩემი რწმენაა, რომ ვინაიდან ქვეყანამ ისწავლა ოპტიმალური რეაგირება და დროული ინტერვენციების გატარება, აი, ამ შემთხვევების მატებისთანავე მყისიერად, იმედი მაქვს, რომ საქართველო არ დაუშვებს, რომ მეორე ტალღა იყოს ძალიან ძლიერი და დამანგრეველი, როგორც ამას მოელიან ბევრ სხვა ქვეყანაში. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა – მაშინაც კი, თუ მეორე ტალღის დროს იქნება ასე თუ ისე სერიოზული მატება დაავადების შემთხვევების, კლინიკური სექტორი მეორე ტალღას შეხვდება სრულ მზადყოფნაში, დაგროვილი გამოცდილებით“,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები