LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო, რუსეთს ჯარები ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს

114
ფლოტ

კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რუსეთს ჯარები ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფის სამხედროები გადაჰყავთ. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება.

ადგილზე ჩასვლისთანავე, იგეგმება დროებითი ავტოპარკი და დეზინფექციის პროცესში ჩართული სპეციალური ტექნიკის პუნქტებიs მოწყობა. შემდეგ კი რუსი სპეციალისტები ადგილობრივი ექიმების დახმარებით, შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოს და დაიწყებენ დეზინფექციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები