LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო დაშორებულმა წყვილმა შვედეთისა და ნორვეგიის საზღვარზე იქორწინა

101
-113544102-9d99e58d-5a0c-4d87-b85e-80c00a611fbc

ნორვეგიელმა პატარძალმა და მისმა შვედმა საქმრომ გადაწყვიტეს, პანდემიის გამო ქორწილი არ გადაედოთ და ცერემონია თავისი ქვეყნების საზღვარზე გამართეს. სტუმრები საზღვრის სხვადასხვა მხარეს, სოციალური დისტანციის დაცვით იდგნენ და ახლადშეუღლებულებს შორიდან ულოცავდნენ.

წყვილმა BBC-ის უთხრა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლოთ და ვერც პანდემიის დასრულებას დაელოდებოდნენ.

„თარიღის შეცვლა არ გვინდოდა… ერთადერთი რაც გვინდოდა, მალე დაქორწინება იყო.“

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო კამილა და ალექსანდრე სხვადასხვა ქვეყანაში აღმოჩნდნენ. იმის გამო რომ შვედეთი Covid-19-ს ძალიან მსუბუქად უყურებდა, მისმა მეზობელმა ქვეყნებმა მათ შორის ნორვეგიამაც, უსაფრთხო დანიშნულებების სიაში ის არ მოახვედრა და შესაბამისად შვედებს თავის საზღვრებში შესვლა აუკრძალა. ეს შეზღუდვა შეყვარებულებსაც შეეხოთ და ერთად ყოფნას ვეღარ ახერხებდნენ.

საზღვარზე შეუღლების გადაწყვეტილება მათ ექსპრომტად მიიღეს. ცერემონიისთვის ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ტყე შეარჩიეს და ეს აზრი მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც ძალიან მოეწონათ.

„ჩვენ გვინდოდა ცოლი და ქმარი გავმხდარიყავით, სიყვარული ხომ ყველაფერზე ძლიერია !“ – განაცხადა კამილამ.

როგორც ალექსანდრე იხსენებს, ისინი ფიქრობდნენ რომ ცერემონიაზე არავინ მივიდოდა, რადგან ტყე დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს. თუმცა, სტუმრებმა ისინი სასიამოვნოდ გააოცეს.

ქორწილს ესწრებოდა ორი დაუპატიჟებელი სტუმარიც, პოლიციის ოფიცრები რომლებიც აკონტროლებდნენ რომ საზღვარი არავის გადაეკვეთა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები